დუბლშემადგენლობათა გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, დინამოელებმა ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი დუბლშემადგენლობის ოთხ ფეხბურთელს – თენგიზ კიტოვანს, გიორგი პაპუნაშვილს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს და ოთარ კაკაბაძეს გაესაუბრა.
თენგიზ კიტოვანი – სეზონის დაწყებამდე თითოეულმა ჩვენთაგანმა მიზნად ჩემპიონობა დავისახეთ. როდესაც დინამოში თამშობ, შენთვის სხვა შედეგი არც განიხილება. გათამაშება სტაბილურად, მინიმალური დანაკარგებით ჩავატარეთ და სამი ტურით ადრე პირველობაც გავინაღდეთ. ეს ყველაფერი კარგმა სათამაშო დისციპლინამ განაპირობა, რაც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელისა და სრულიად სამწვრთნელო შტაბის დამსახურება არის.
გიორგი პაპუნაშვილი – სეზონი დაიწყო და საქმეს ყველანი ყურადღებით მოვეკიდეთ. ჩემპიონობა გვინდოდა, დინამოს სახელი და ისტორია გვავალდებულებს, რომ ნებისმიერ გათამაშებაში გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენოს. სასიხარულოა, რომ იმ მიზანს მივაღწიეთ რომელის ჩემპიონატის სტარტზე გვქონდა დასახული.
ჭიაბერ ჭეჭელაშვილი – კარგი სეზონი გამოგვივდა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გავიღეთ, რომ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაგვესრულებინა. სათამაშო დისციპლინა, გუნდური სულისკვეთება და შემართება – წარმატებამდე სწორად ამ გზით მივედით. ჩვენი მთაარი მწვრთნელის დამსახურებით ფეხბურთელებმა ყველა ის სირთულე გადავლახეთ, რომელიც ჩემპიონატის მანძილზე სხვადასხვა მეტოქის სახით გვხვდებოდა. დღეს ჩვენ ჩემპიონები ვართ. გახარებულნი ვართ ჩვენც და გავახარეთ გუნდის ხელმძღვანელობაც. ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია, რომელიც მუდამ ადევნებს ჩვენს თამაშებს თვალ–ყურს, მჯერა, გარჯით კმაყოფილი ბრძანდება.
ოთარ კაკაბაძე – საინტერესო სეზონი გამოდგა. რა თქმა უნდა, თავიდანვე ჩემპიონობისთვის ვემზადებოდით, ვინაიდან ჩვენ დინამო ვართ. დინამო მიზნად მუდამ ჩემპიონობას ისახავს და დღეს სასურველ შედეგს მივაღწიეთ.