დღეს ლეგენდარული ოქროს თაობის უნივერსალი ფეხბურთელი, სპორტის ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი- ბორის სიჭინავა 77 წლის გახდებოდა. ათი სეზონის მანძილზე (1958-1967) იცავდა ბორია სიჭინავა დინამოს ფერებს. 313 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. სსრკ- ს ჩემპიონი 1964 წელს და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში. 1994-1995 წლებში იყო დინამო თბილისის მწვრთნელი. ბორის სიჭინავა 2011 წლის 17 მაისს გარდაიცვალა.