დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად იასახავს არასრულწლოვან – მოზარდი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობას, სპორტსმენთა და მოზარდ მსჯავრდებულთა შეხვედრა შედგა.
ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებას სხვა სპორტსმენებთან ერთად დინამოელები – ირაკლი ძარია და გიორგი სეთურიძე სტუმრობდნენ. ფეხბურთელებმა არასრულწლოვნებს საჩუქრად ბურთები და სხვადასხვა სპორტული სუვენირები გადასცეს, დაათვალიერეს მათი საცხოვრებელი ადგილი, ისაუბრეს სპორტულ თემებზე, ითამაშეს ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.