უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის.
ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს გასულ ტურში, ქვედა ექვსეულში გამართული – სიონი 6:2 კოლხეთი იმსაჯა. შეხვედრის მონაწილე მოთამაშეები 5–ჯერ გააფრთხილა. ორი ყვითელი ბარათი მასპინძლებს უჩვენა, სამი კი – სტუმრებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს იმსაჯა. დინამო თბილისი გასვლით შეხვედრაში ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. მატჩის მთავარმა არბირტმა ქუთაისელი ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა, დედაქალაქელებს კი ორჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.
ალექსანდრე კრიჭაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 15 ოქტომბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 40 თამაში / 132 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი
პირველი ლიგა - 20 თამაში / 79 ყვითელი / 4 წითელი / 6 პენალტი
საქართველოს თასი - 8 თამაში / 45 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი