• Geo
  • Eng
03.05.2013
ჩვენი მეტოქე – ტორპედო

ურის ცენტრალური შეხვედრა, ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამო – ტორპედო ხვალ, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.

 

რი უშუალო კონკურენტი – დინამო და ტორპედო. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი ტორპედოს უკვე მეოთხედ შეხვდება. უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე დინამოელებმა ორი ჩატარებული მატჩიდან ერთი დინამო არენაზე მოიგეს – 3:2, ქუთაისში გამართული მატჩი კი ფრედ – 2:2 დასრულდა. გათამაშების მეორე ეტაპზე გამართული პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა სტუმრად ჩაატარა და ფრედ – 1:1 ითამაშა.

 

თული და დაძაბული კლასიკოს წინ თვალი გადავავლოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას. ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და ტორპედოს ერთმანეთთან 54–ჯერ უთამაშიათ. სტატისტიკურად დინამოელები მეტოქის დამარცხებას უფრო ხშირად ახერხებენ – 25 მოგება, 14 ფრე და 15 მარცხი, ბურთების შეფარდება რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 90:54 არის.

 

ირველი ეტაპის შეხვედრებისგან განსხვავებით, ხვალინდელ მატჩს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი დინამო, მოგების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2012/2013 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახდება, თავის მხრივ ტორპედო იოლად არაფერს დათმობს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.

 

როვნულ ჩემპიონატში ბოლო თბილისური კლასიკო ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. დინამოელთაგან ორი გოლი ჩისკო მუნიოსმა გაიტანა, ერთი კი მიკელ ალვარომ.

 

ინამოელებთან შეხვედრამდე ქუთაისის ტორპედომ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე შვიდი მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდმა 3 მატჩი მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა. უკანასკნელ ტურში კი ზესტაფონთან იმერული დერბი – 1:0 მოიგო.

 

რმაგად საინტერესოა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული. ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ტორპედო პირველივე წუთიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

მიგინეიშვილი, გურული, რიგვავა, ჭელიძე, ტაბატაძე, გრიგალაშვილი, გიგაური, დოლიძე, ბოლქვაძე, კუხიანიძე, საბანაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024