სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. XXX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ხუთი დინამოელი - გიორგი ლორია, გიორგი გველესიანი, მიკელ ალვარო, პეტერ გრაიციარი და ჯაბა დვალი შეიყვანა. ტურის მწვრთნელად კი ჩვენი გუნდის თავკაცი, დუშან უჰრინი დასახელდა.