• Geo
  • Eng
10.05.2013
დინამო vs ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

კვირას 12 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურში დინამო თბილისი ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ასპარეზზე სულ ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3–1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვა. თავის გამოჩენა მოახერხეს: ფეიქრიშვილმა, იაშვილმა, მერებაშვილმა, ხუციშვილმა და გურამ კაშიამ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5–2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. ბოლოს ეს გუნდები 6 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს და დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მეტოქეები რამდენიმე დღეში საქართველოს თასის ფინალშიც შეერკინებიან ერთმანეთს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024