სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. XXXI ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი - გიორგი გველესიანი და პეტერ გრაიციარი შეიყვანა. ტურის მწვრთნელად კი ჩვენი გუნდის თავკაცი, დუშან უჰრინი დასახელდა.