1981 წლის 13 მაისი ქართული სპორტის და ჩვენი კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. დინამოელები ევროპის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. დიუსელდორფის ფინალურ მატჩში კარლ–ცაისთან 2:1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელები უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. დიდი გამარჯვების დღიდან 32 შესრულდა.