ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები მორიგ, რიგით მეორე სპარინგ შეხვედრას უკრაინის ჩემპიონთან, დონეცკის შახტართან გამართავენ. ჩემპიონთა ამხანაგური შეხვედრა 23 ივნისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
1936 წლის 24 მაისს დაარსებული დონეცკის შახტარის საკლუბო ფერები ნარინჯისფერ, თეთრ და შაც ფერებშია გადაწყვეტილი. კლუბი საშინაო შეხვედრეს დონბას არენაზე ატარებს, რომელიც 52 187 მაყურებელს იტევს. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2004 წლიდან რუმინელი სპეციალისტი, მირჩა ლუჩესკუ იკავებს, რომელსაც შახტიორთან ერთად 7–ჯერ აქვს მოგებული უკრაინის ჩემპიონატი, 5–ჯერ უკრაინის თასი, 4–ჯერ უკრაინის სუპერთასი და უეფას თასი.
საბჭოთა კავშირის თასისი ოთხგზის მფლობელი და სუპერთასის 1983 წლის გათმაშების გამარჯვებული დონეცკის შახტარი უკრაინის დამოუკიდებელ საფეხბურთო ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად ჩამოყალიბდა. უკრაინის რვაგზის ჩემპიონი შახტარი ზედიზედ მეოთხე სეზონია ეროვნულ ჩემპიონატს პირველ საფეხურზე ასრულებს. დონეცკელებმა 9–ჯერ მოიგეს ქვეყნის თასი, 4–ჯერ კიუკრაინის სუპერთასი.
ჩვენმა მომავალმა სპარინგ მეტოქემ ყველზე დიდ წარმატებას 2008/2009 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა უეფას თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში გერმანულ ვერდერს ანგარიშით 2:1 სძლია და ევროპულ ტიტულს დაეუფლა.
დინამო თბილისი დონეცკურ გუნდს დღემდე ოფიციალურად 86–ჯერ (78 თამაში სსრკ ჩემპიონატი / 8 თამაში სსრკ თასზე) შეხვედრია. 37 თამაშში ჩვენმა გუნდმა მოიგო, 24 შემთხვევაში შეხვედრა ფრედ დასრულდა, 25 შეხვედრაში კი დონეცის შახტარმა იმარჯვა. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 136:108–ზე არის.
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა დონეცკის შახტარმა ორი სპარინგი გამართა და ორივეში იმარჯვა. ავსტრიაში მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატცი დონეცკელებმა რუსული კრასნოდარის წინააღმდეგ გამართეს და მინიმალური სხვოაბით – 2:1 იმარჯვეს (გოლები: კოშტა, ადრიანო). მეორე სპარინგი კი ალბანეთის ჩემპიონთან, შკენდერბეუ კორჩესთან ჩაატარეს და დიდი ანგარიშით 7:0 მოიგეს (გოლები: ადრიანო, კოშტა, პატრიკი, ტაისონი (პენ.), ბოლბატი–2, მაიკონი)