ჯაბა დვალი – დინამოს შესწევს ძალა, რომ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს
ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ჯაბა დვალს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე, შახტართან გამართულ მატჩზე, ავსტიულ შეკრებასა და დინამოს შანსებზე გაესაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა
რასაც ვისურვებდით ყველაფერი ისე მოხდა. Mმიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონები მონაწილეობენ, ჩემი აზრით წილისყრამ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი გვარგუნა. პირველი ეტაპის შეხვედრებში, ვფიქრობ ფარერები გავლენ და თამაშიც მათთან მოგვიწევს. ცუდია, რომ მეორე შეხვედრა გასვლაზე გვიწევს. იმედია მოვიგებთ და მესამე ეტაპის შეხვედრის გამართვა შორი გზიდან დაბუნებულებს მალევე მოგვიწევს.
დონეცკის შახტართან მატჩი
სასიამოვნო მოგება იყო. შესაძლოა არც მათთვის არც ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ მატჩის შედეგს, მაგრამ მაინც, სასიამოვნოა როცა ასეთ გუნდთან იგებ. შახტარი ალბათ გამორჩეულია სათამაშო სტილით. სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ.
ავსტიული შეკრება
ასე ვთქვათ, ეს შეკრება უნდა გაგვყვეს მთელი სეზონი. ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ. ყველაფერს აქ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ყველაფერი ისე მიდის როგორც დაგეგმილი იყო. ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშიც ძალიან სასარგებლოა.
დინამოს შანსები
პირველი მეტოქე აუცილებლად უნდა გავიაროთ. ჩემი აზრით დინამოს შესწევს ძალა ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს. ჩემპიონების გზა, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრასაც შედარებით აადვილებს.