• Geo
  • Eng
24.06.2013
დინამოელთა კომენტარები

ნიონში გამართული ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დინამოელმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

 

დუშან უჰრინი - სავარაუდო მეტოქეებს შორის უფრო ძლიერი გუნდები იყვნენ. კარგია, რომ შედარებით უფრო სუსტ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშეს შევხვდებით, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით მეტოქეებზე. ასი პროცენტით მობილიზაცია გვამრთებს.

 

ლევან ხმალაძე - სავარაუდო მეტოქეები ისე განაწილდნენ, რომ 3 ძლიერი და 3 სუსტი გუნდი იყო. გაგვიმართლა, შედარებით სუსტი გუნდი შეგვხვდა. ვალდებულნი ვართ ეს ეტაპი გადავლახოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, ოფიციალურ შეხვედრებს სულ სხვა ხიბლი აქვს და მეორე საკვალიფიკაციო მატჩები ფორმაში შესასვლელად გამოგვადგება. ანდორის გუნდთან თამაშს ვისურვებდი, ფარერის კუნძულებზე მგზავრობა ძალიან მომქანცველია.

 


გივი კვარაცხელია - მობილიზება გვმართებს და ამ ეტაპს აუცილებლად დავძლევთ. სეზონისთვის იდეალურ პირობებში ვემზადებით, მთაში ვართ, ფილტვებს ვხსნით და ორგანისმს ვამზადებთ.


გიორგი მერებაშვილი - ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა. გამომდინარე აქედან, შესაძლოა არ ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მეტოქეს, მაგრამ ცხადია სუსტი გუნდი ჯობდა. ეს შეხვედრები სასურველი კონდიციების მიღწევაში დაგვეხმარება. შეკრებაზეც კარგი მეტოქეები გვყავს. გუნდში მშვენიერი განწყობა და ატმოსფეროა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024