• Geo
  • Eng
26.06.2013
სტაფმაც ისპარინგა

ავსტრიული შეკრების მერვე დღის მთავარი მოვლენა საღამოს ვარჯიშის შემდეგ გამართული შეხვედრა გახლდათ. ჩვენი გუნდის სტაფის წევრები ადგილობრივი სამოყვარულო გუნდის ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. გულშემატკივრები ბუნებრივია მასპინძლებსაც ჰყავდათ, მაგრამ ჩვენსGგუნდს გამახნევებელი შეძახილები დინამოელთა მხრიდან ნამდვილად არ მოჰკლებიათ. ჩვენი სტაფის წევრების თამაშის ხილვა, შრომატევადი ვარჯიშის შემდეგ დინამოს ფეხბურთელებისთვის დაღლილობის მოხსნის და განტვირთვის საუკეთესო საშუალება გახლდათ. მიუხედავად მეტოქის ახალგაზრდული ასაკისა, გამოცდილებამ და კლასმა თავისი გაიტანა და ჩვენმა სტაფმა მატჩი 3:1 მოიგო. დუბლი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ შეასრულა, პირველი გოლის ავტორი კი ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი მიხალ რუკავიჩკა გახლდათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024