• Geo
  • Eng
26.06.2013
ირაკლი ძარია - უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდაც მზად ვიყავით და ვართ

ჩვენი ვებ-გვერდის დღევანდელი რესპოდენტი დინამოსა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ირაკლი ძარია გახლავთ.


- ჩემპიონატის და თასის გათამაშების შემდეგ სეზონი შენთვის არ დასრულებულა. ნაკრების თამაშები მოგიწია. დასვენება თუ მოასწარი ?


- ძალიან კარგი სეზონი გვქონდა. პირველობაც მოვიგეთ და თასიც. სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ. შემდეგ ნაკრებში გამომიძახეს და როცა საქმე ეროვნულ გუნდს ეხება დაღლილობაც გავიწყდება. შენი ქვეყნის ნაკრებში თამაში ფეხბურთელის ოცნებაა. რამდენიმე თავისუფალი დღე მქონდა და ახლა ჩემს გუნდთან ერთად მომავალი სეზონისთვის ვემზადები. ასეთია ფეხბურთი და ჩვენი პროფესია.

 - ახალი სეზონისთვის მზადება როგორ მიდის ?


- ძალიან კარგი შეკრებაა. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის რათა გუნდი და თითოეული ფეხბურთელი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს ოფიციალურ თამაშებს. ისეთი სპარინგები გვაქვს ბევრი გუნდი ინატრებდა.


- მაშინ კიევის დინამოსთან და შახტართან შეხვედრებსაც შევეხოთ...


კიევთან შეკრებაც ახალი დაწყებული იყო და წინა დღის ჩამოსულებიც ვიყავით და მაქსიმალურად ვერ წარმოვაჩინეთ თავი. შახტართან უკეთესი თამაში იყო. ჩვენი გუნდის დღევანდელი ძალის გათვალისწინებით, ვფიქრობ შეგვიძლია მათთამ თანაბრად თამაში. მოსამზადებელია ეტაპია მათთვისაც და ჩვენთვისაც. დინამოც დღეს თუ ხვალ ეგეთი დონის გუნდი უნდა გახდეს. ახლაც, ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვის ვართ.


- წილისყრის თემასაც ვერ ავუვლით გვერდს...

 

- ცოტა არ იყოს გაგვიმართლა, ჩვენთვის სასურველი მეტოქე გვერგო, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფში მოხვედრაა და უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდაც მზად ვიყავით და ვართ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024