ჩვენი რესპოდენტი, დინამოს ახალწვეული, საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი, 23 წლის ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილია.
ახალ გუნდში, ახალ გარემოში ადაპტაციის პერიოდმა როგორ ჩაიარა?
ფეხბურთელების უმეტესებოსას კარგად ვიცნობდი. გუნდში ისეთი სიტუაციაა, ყველა ცდილობდა უცხოდ არ მეგრძნო თავი. ადაპტაციის პერიოდი არც მქონია, არ დამაჭირვეს ბიჭებმა.
ახალი გუნდის შემადგენლობაში 3 შეხვედრა ჩაატარე. როგორ ჩაეწერე ახალ გუნდში?
ვფიქრობ ეს მუდმივია პროცესია. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ მოედანზე ერთმანეთს, ისე ჩვენ რომ გვინდა.
დინამოსა და ტორპედოს შორის ტრადიციული საფეხბურთო დაპირისპირება არსებობს. ფეხბურთელის გადასვლა ერთი გუნდიდან მეორეში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს?!
ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობა მინდა ვუთხრა. შეიძლება ისინი ნაწყენები არიან. დინამოში მოვედი იმისათვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ლიგაში მოვხვდეთ. ვფიქრობ, ევროპალიგაში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა არსებობს. დინამოს გულშემატკივრების და ერთგული ფანების მხარდაჭერის გარეშე კი მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
რით განსხვავდება დინამოს სავარჯიშო პროცესი შენი ყოფილი გუნდებისგან?
ვარჯიშებზე აქ უფრო ძალისმიერ, ათლეტურ, ფიზიკურ მომზადებაზე, შედეგზე ორიენტირებულ თამაშზე კეთდება აქცენტი, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასეთი მომზადების გარეშე, ვერც სერიოზულ წარმატებას მიაღწევ.