• Geo
  • Eng
30.10.2013
დინამო თბილისი 6:0 კოლხეთი ხობი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ არენაზე, ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა მეტოქეს ამჯერადაც დიდი ანგარიშით – 6:0 სძლიეს.

დღეს დინამო თბილისის ძირითად გუნდში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ომარ მიგინეიშვილმა, რომელმაც საკუთარი კარი მშრალად შეინახა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში შეხვედრის 15–ე წუთზე გახსნეს. ხობელთა კარში გატანილი გოლიტ გიორგი გველესიანი გამოირჩა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმა შეასრულა – 1:0. დაპირისპირების 32–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გიორგი მიქაბერიძემ გაზარდა – 2:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 42–ე წუთზე სტუმართა კარში გოლი პატრიკ ვუომ გაიტანა – 3:0.

მეორე ნახევარის დებიუტში დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. შეხვედრის 52–ე წუთზე კოლხეთის კარი კვლავ პატრიკ ვუომ დალაშქრა – 4:0. შეხვედრის მიწურულს 82–ე წუთზე პატრიკ ვუომ ჰეთთრიქის შესრულება მოახერხა – 5:0. დღევანდელი მატჩის საფინალო ანგარიში კი დორინ გოგამ მატჩის 90–ე წუთზე დააფიქსირა – 6:0 და დინამოელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 15:0 დაამარცხეს.

 

დინამო თბილისი 6:0 კოლხეთი ხობი

გოლები: 1:0 გველესიანი 15’

2:0 მიქაბერიძე 32’

3:0 ვუო 42’

4:0 ვუო 52’

5:0 ვუო 82’

6:0 გოგა 90’

 

დინამო: მიგინეიშვილი, გველესიანი, ძარია (ლექვთაძე 46’), გლიშიჩი, პაპავა, დვალი (გოგა 65’), შაშიაშვილი, გრიგალაშვილი (ხმალაძე 64’), ხურცილავა, მიქაბერიძე, ვუო

 

კოლხეთი: გელაშვილი, გიორგი გოგენია (ლევან გოგენია 66’), ფიფია, გერგაია, ბუკია, პაჭკორია, მეფიშვილი, კოტე გოგენია, ცობეხია (ფირცხალავა 74’), ქაშიბაძე, ბუცხრიკიძე (გაბრავა 60’)

 

გაფრთხილება: გოგა 68’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024