ხვალ, 16 ივლისს, ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ დინამო არენაზე, ფარერის კუნძულების ჩემპიონთან – ებ/სტრეიმურთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE-ს.
ებ/სტრეიმური
ჩვენი მეტოქე ფარერის კუნძულების ჩემპიონი EB / Streymur ორი გუნდის (1913 წელს დაარსებული Eiðis Bóltfelag და 1976 წელს დაარსებული Streymur) გაერთიანების შემდეგ ოფიციალურად 1993 წელს დაარსდა. ორი გუნდის გაერთიანება EB / Streymur–ის ოფიციალურ ლოგოშიც აისახა, რაც ორ ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლით გამოისახა. გუნდის ტრადიციული ფერები ლურჯ, შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. სტრეიმური საშინაო შეხვედრებს სტადიონ Við Margáir–ზე მართავს, რომელიც 1000 მაყურებელს იტევს. თუმცა ჩვენი გუნდი მეტოქეს გასვლით შეხვედრაში ტორსჰავნის Tórsvøllur–ზე დაუპირისპირდება.
ტიტულები
სტრეიმურმა არსებობის ისტორიაში ფარერის კუნძულების პრემიერლიგის გათამაშებაზე ორჯერ – 2008 და 2012 წელს იმარჯვა. ქვეყნის თასის გათამაშებაზე კი წარმატებას ოთხჯერ მიაღწია – 2007, 2008, 2010 და 2011 წელს. ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ ფარერის კუნძულების სუპერთასის გათამაშებაზე ზედიზედ სამჯერ იმარჯვა – 2011, 2012, 2013 წელს.
ებ/სტრეიმური ევროთასებზე
სეზონი
|
გათამაშება
|
ეტაპი
|
მეტოქე
|
შინ
|
სტუმრად
|
ჯამში
|
2007–08
|
უეფას თასი
|
პირველი საკვ. ეტაპი
|
|
1–1
|
0–1
|
1–2
|
2008–09
|
უეფას თასი
|
მეორე საკვ. ეტაპი
|
|
0–2
|
0–2
|
0–4
|
2009–10
|
ჩემპიონთა ლიგა
|
მეორე საკვ. ეტაპი
|
|
0–2
|
0–3
|
0–5
|
2010–11
|
ევროპის ლიგა
|
პირველი საკვ. ეტაპი
|
|
0–3
|
0–1
|
0–4
|
2011–12
|
ევროპის ლიგა
|
მეორე საკვ. ეტაპი
|
|
1–1
|
0–0
|
1–1
|
2012–13
|
ევროპის ლიგა
|
მეორე საკვ. ეტაპი
|
|
3–1
|
0–2
|
3–3
|
2013–14
|
ჩემპიონთა ლიგა
|
პირველი საკვ. ეტაპი
|
|
5–1
|
2–2
|
7–3
|
მეორე საკვ. ეტაპი
|
|
–
|
–
|
–
|
დინამო VS ფარერის კუნძულები
ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების წარმომადგენელს პირველად 2008 წელს დაუპირისპირდა. ზუსტად ხუთი წლის წინ, 2008 წლის 16 ივლისს დინამოელებმა ნსი რუნავიკს უმასპინძლეს და მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით – 3:0 აჯობეს. მეტოქის კარი გურამ კაშიამ, ოლეგ გველესიანმა და დავით ოდიკაძემ თოთოჯერ აიღეს. საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 დათმეს და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა განაგრძეს.