სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1315 1316 1317 1318 1319 1320 1321 1322 1323 ... 1666 Next 10 სექტემბერი2013 დინამო VS ზუგდიდი – ურთიერთშეხვედრები საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 13 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 8 სექტემბერი2013 ბერნარდ დესუმერი დინამოს სტუმრობდა დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფია ფრანგ სტუმრებს დიღმის საწვრთნელი ბაზის შემდეგ დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში უმასპინძლა. 7 სექტემბერი2013 საფრანგეთის ნაკრებმა დინამოს ბაზაზე ივარჯიშა დღეს, დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა. დიდიე დეშამის გუნდმა წვრთნა 19:00 საათზე დაიწყო. ფრანგები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩისთვის თბილისში ემზადებიან. ხვალ მამლები ჩვენი გუნდის ბაზაზე მორიგი ვარჯიშს გამართავენ, რომელიც ამჯერად დახურული იქნება. 7 სექტემბერი2013 ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა U-17 გუნდმაც მოიგო დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-17გუნდმაც. გიორგი მინაშვილის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ვიტ ჯირჯიას 2:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა აკადემიის ახალწვეულმა, გიორგი ხარაბაძემ, რომელმაც დღეს თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 7 სექტემბერი2013 U-15 გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ჩვენი აკადემიის U-15 გუნდმა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა პრინციპულ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს დიდი ანგარიშით - 4:0 სძლიეს. მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი გოგილაშვილმა, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ გიორგი ლორია და აკაკი ყურაშვილი.