დღეს, დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. დინამო თბილისი ფარერის კუნძულების ჩემპიონს – ებ/სტრეიმურს დაუპირისპირდა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 სძლია.
ევროთასებზე დინამოს ხუთბურთიანი სხვაობით 2011 წლის 21 ივლისს შინ უელსის ლანელთან ჰქონდა მოგებული. დღეს ჩვენმა გუნდმა ევროასპარეზზე კვლავ ხუთბურთიანი სხვაობით იმარჯვა და თანაც დინამოელებმა მეტოქის კარი სარეკორდორ – ექვსჯერ აიღეს.
დღევანდელი მატჩის შემდეგ დინამოელებს ევროთასებზე 199 გატანილი გოლი დაუგროვდათ.