დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დინამოს დუბლებმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლეს. ვასილ მაისურაძის გუნდი მეტოქესთან მინიმალური სხვაობით – 2:3 დამარცხდა.
დინამოს დუბლები 2:3 ლოკომოტივი
პირველ ნახევარში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
ხაინდრავა, ანთიძე, ჯაფიაშვილი, ლობჟანიძე, მურუსიძე. კიტოვანი, მაჭავარიანი, ჭეჭელაშვილი, მურცხვალაძე, ვოლკოვი, მესხი
მეორე ნახევარში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
ისიანი, ველიაშვილი, ნოზაძე, მიხელიძე, მაისურაძე, გოროზია, ვეკუა, ბარბაქაძე, კვერნაძე, წილოსანი, ჯანაძე
დუბლები მორიგ შეხვედრას ოთხშაბათს, 31 ივლისს, ჩიხურას დუბლების წინააღმდეგ გამართავენ.