უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი რუმინეთის ჩემპიონთან ორბურთიანი სხვაობით – 0:2 დამარცხდა. შეხვედრის 61–ე წუთზე, მაშინ როდესაც ანგარიში 0:0 იყო ჩისკო მუნიოსმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ანგარიში დაპირისპირების 64–ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ იანკუმ გახსნა, 81–ე წუთზე მანვე დუბლის შეასრულა და მატჩის საფინალო რეზულტატიც დაფიქსირდა – დინამო 0:2 სტიაუა.
დინამო თბილისი 0:2 სტიაუა
გოლები: 0:1, 0:2 იანკუ 64’ 81’
დინამო: ლორია, გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (ხოჭოლავა 87’), ჩისკო (ვუო 67’), დვალი (გოგა 79’), უსტარიცი, გრიგალაშვილი, კვირკველია
სტიაუა: ტეტერუშანი, შუკალა, ლატოვლევიჩი, კიკირეში, პინტილი (გარდოში 85’), ტანესე, სტანჩუ (იანკუ 46’), ბოურჩანუ, პოპა, ნიკოლიჩი (პიოვაკარი 57’)
გამოუყენებელი პენალტი: ჩისკო 61’
გაფრთხილება: ხმალაძე, გრიგალაშვილი – ლატოვლევიჩი, გარდოში, პინტილი, სტანჩუ
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს 6 აგვისტოს გამართავენ.