• Geo
  • Eng
11.08.2013
დინამო 2:1 ზესტაფონი

ეროვნული ჩემპიონატის XXV გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა შინ, დინამო არენაზე, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 მოუგო. ანგარიში დაპირისპირების 27–ე წუთზე დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა გახსნეს – 1:0, მეტოქის ზესტაფონელთა კარში გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. სტუმრებმა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენა მეორე ტაიმის დებიუტშივე მოახერხეს. 47–ე წუთზე გოლი ირაკლი ქობალიამ გაიტანა – 1:1. დაპირისპირების საფინალო ანგარიში დინამოელებმა შეხვედრის ძირითადი დროისთვის დამატებულ მეოთხე წუთზე დააფიქსირეს, მეტოქის კარი გასული სეზონის ბომბარდირმა – ჩისკო მუნიოსმა აიღო – 2:1, დინამომ გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

 

 

დინამო თბილისი 2:1 ზესტაფონი

 

გოლები: 1:0 მერებაშვილი 27’ 1:1 ქობალია 47’ 2:1 ჩისკო 90+4’

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, კვირკველია, მერებაშვილი, ჩისკო, დვალი (ხოჭოლავა 87'), გრიგალაშილი, ხურცილავა (გლიშიჩი 89'), ვუო (გოგა 62')

 

ზესტაფონი: კვასხვაძე, გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, შარიქაძე, სამუშია (სარდალიშვილი 60'), ჭანტურიშვილი (კიკნაველიძე 85'), კანდელაკი, ქობალია, ადამია, რენე (გაგოშიძე 80'). ტერზიჩი

 

გაფრთხილება: გრიგალაშვილი, გველესიანი – გაგოშიძე, რენე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024