დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, მოსამზადებელ ეტაპზე მეორე სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ცხინვალის სპარტაკი გახლდათ. დინამომ მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 7:0. პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა. ანგარიში ავტო–გოლით გაიხსნა, რასაც პირველ ნახევარში გაბაშვილის და ჩისკოს გოლები მოჰყვა. მეორე ტაიმში ორჯერ კვეკვესკირმა, იაგუემ და მერებაშვილმა გაიტანეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ.
პირველი ტაიმი: ლორია, რობერტინიო, ალვარო, პაპავა, პოლაკი, ხმალაძე, რეხვიაშვილი, სეთურიძე, კიზიტო, ჩისკო, გაბაშვილი
მეორე ტაიმი: ზარქუა, კოტო, ტვილდიანი, კვეკვესკირი, მერებაშვილი, იაგუე, ძარია, ჯიღაური, თარხნიშვილი, გველესიანი, გლიშიჩი
ბრაზილიელმა ეუდისმა დინამოს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და თბილისი დატოვა.
დღევანდელი დღის ფოტორეპორტაჟი ჩვენი გუნდის Facebook–ის გვერდზე.