უმაღლესი ლიგის საიუბილეო გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა დინამომ საკუთარ მოედანზე გამართა და ზესტაფონის საფეხბურთო კლუბს 2:1 სძლია. მატჩის საფინალო ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა დააფიქსირა და დინამოს მაისურით სხვა და სხვა გათამაშებაში მეტოქეთა კარში გატანილი გოლების რაოდენობა 50–მდე გაზარდა. დინამოს მაისურით ჩისკომ თავისი პირველი გოლი 2011 წლის 21 ივლისს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უელსური ლანელის კარში გაიტანა.