დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. 17 აგვისტოს გასამართი მატჩისთვის დინამოელები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან. წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი ლორიას, დავით კვირკველიას და ელგუჯრა გრიგალაშვილს, რომელნიც ყაზახეთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფებოდნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთება გიორგი სეთურიძეს და ლევან ხმალაძეს ვთხოვეთ.