სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1270 1271 1272 1273 1274 1275 1276 1277 1278 ... 1666 Next 10 ნოემბერი2013 დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი დასრულებული მატჩის შემდეგ დუშან უჰრინმა ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა. 10 ნოემბერი2013 ზესტაფონი 1:2 დინამო უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 სძლიეს. 10 ნოემბერი2013 ზესტაფონი VS დინამო – LIVE დღეს, 10 ნოემბერს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. 18:00 საათიდან ტრადიციულად დინამო თბილისის ოფიციალური ვებ–გვერდი დღევანდელი დაპირისპირების როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE–ს გთავაზობთ. 10 ნოემბერი2013 ჰოლანდიის 19–წლამდელთა ნაკრები დინამოს ბაზაზე ივარჯიშებს 13–18 ნოემბერს საქართველო 19–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს უმასპინძლებს. ელიტ–რაუნდში გასასვლელად ჩვენი ქვეყნის მოზარდ ფეხბურთელთა მსგავსად, ჰოლანდიელი, უელსელი და მოლდოველი ახალგაზრდები იბრძოლებენ. 9 ნოემბერი2013 აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა შევარდენი დაამარცხა დღეს დინამო თბილისის აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა გოგოლაძე გახლავთ, მორიგი შეხვედრა გამართა. მოზარდი დინამოელები რუსთავის შევარდენს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს დიდი ანგარიშით – 9:1 სძლიეს.