საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად ხონის იმერეთს დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით დინამოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს.
მატჩის სასტარტო წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. შეხვედრის მეცხრამეტე წუთზე მასპინძელთა იერიშს გოლი მოჰყვა, დინამოელთა კარში ბურთი გიორგი ცაგარეიშვილმა გაიტანა.
მეორე ტაიმი თბილისელმა ფეხბურთელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და იმერეთის კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა. დაპირისპირების 60–ე წუთზე დინამომ ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა, გატანილი გოლით ბუბა რუხაძე გამოირჩა, რომელმაც საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პირდაპირ კარში გადაგზავნა. მატჩის 65–ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ მასპინძელთა კარის მიმართულებით ეფექტურად დაარტყა. ერთ წუთიან მონაკვეთში დინამოელთა კაპიტანი ზედიზედ სამჯერ ეცადა ხონელთა კარის აღებას თუმცა მისი უკანასკნელი დარტყმული მასპინძელთა კიპერმა, სერგო მეშველიამ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 86–ე წუთზე მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა მეტოქის კარი მეორედ აიღეს. ლევან ტყეშელაშვილმა ძლიერი დარტყმით შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვაჟა მათიაშვილს გადააწოდა, რომელმაც ხონელ ვიზავის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აჯობა და ბიძინა მახარობლიძეს გადააწოდა, რომელმაც შეტევაში ჩართულ ლაშა შერგელაშვილს საგოლე პასი მიაწოდა. დინამოელთა მცველმა ძლიერი დარტყმით საფინალო ანგარიში დააფიქსირა – იმერეთი 1:2 დინამო–2.
იმერეთი 1:2 დინამო–2
გოლები: 1:0 ცაგარეიშვილი 19’
1:1 რუხაძე 60’
1:2 შერგელაშვილი 86’
იმერეთი: მეშველია, გაბუნია (ხაბურძანია 78’), მანაგაძე, სადილიანი, გაჩეჩილაძე, ბაბუნაშვილი, ხვიჩია (კილაძე 70’), კუხალაშვილი, აშვეთია, ცაგარეიშვილი
დინამო–2: ტყეშელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ბაჩიაშვილი (ჯაფიაშვილი 80’), ოთარაშვილი, შერგელაშვილი, სარიშვილი, მახარობლიძე, კიტოვანი (ჭეჭელაშვილი 46’), ჯიშკარიანი (მათიაშვილი 56’), რუხაძე, ზივზივაძე
გაფრთხილება: გიორგი ლობჟანიძე 27’, ჯიშკარიანი 51’შერგელაშვილი 90’
დღევანდელი მოგების შემდეგ, 11 თამაშში მოპოვებული 19 ქულით დინამო–2 მეოთხე საფეხურზე იმყოფება.