სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1198 1199 1200 1201 1202 1203 1204 1205 1206 ... 1666 Next 25 მარტი2014 დინამო vs გურია – LIVE დღეს ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის XXIII ტურის შეხვედრას, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს. 18:00 საათიდან ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE- ს შემოგთავაზებთ. 24 მარტი2014 დინამო VS გურია - მატჩამდე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. მატჩი 25 მარტს 18:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ. 24 მარტი2014 დინამო – გურიას ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის უმაღლესი ლიგის XXIII ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი თბილისში ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ბ. ჭიჭინაძე. სათადარიგო მსაჯი ლ. სილაგავა. 24 მარტი2014 დინამომ დინამო არენაზე ივარჯიშა დღეს დინამოელებმა გურიასთან შეხვედრამდე კიდევ ერთი წვრთნა გამართეს. მალხაზ ჟვანიამ თავისი ფეხბურთელები დინამო არენაზე ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში დინამოელები ლანჩხუთის გურიას დაუპირიპირდებიან. 24 მარტი2014 დინამო VS გურია – ბილეთები ინტერნეტით 25 მარტს, 18:00 საათზე, დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებს.