სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1189 1190 1191 1192 1193 1194 1195 1196 1197 ... 1662 Next 29 მარტი2014 დინამო vs ზესტაფონი – მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას თბილისში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 29 მარტს დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. 28 მარტი2014 ჭაბუკთა ლიგაში ორივე გუნდმა იმარჯვა დღეს საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მატჩები გაიმართა. დინამოს U-15 და U-17 გუნდებმა ბოლნისის სიონის შესაბამის ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლეს. 28 მარტი2014 მატჩისწინა ვარჯიში დღეს დინამოელებმა ზესტაფონთან შეხვედრამდე მორიგი წვრთნა გამართეს. მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელები დინამო არენაზე ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში დინამოელები ზესტაფონს დაუპირიპირდებიან. დინამო TV გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ვიდეო–კოლაჟს. 28 მარტი2014 დინამოსა და ზესტაფონის შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 მარტს თბილისში ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან დ. ხარიტონაშვილი და ა. ნონიკაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს. 28 მარტი2014 ნახევარფინალში დინამო დილას დაუპირისპირდება დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის გათამაშების ½ ფინალების კენჭისყრა გაიმართა. დინამო თბილისის მეტოქე ასპარეზობის ნახევარფინალურ სტადიაზე სკ დილა გორი იქნება.