სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1180 1181 1182 1183 1184 1185 1186 1187 1188 ... 1662 Next 7 აპრილი2014 მზადება თასის ნახევარფინალისთვის დინამო თბილისი საქართველოს თასის ნახევარფინალისთვის განაგრძობს მზადებას. დღეს მალხაზ ჟვანიამ გუნდი დინამო არენაზე ავარჯიშა. დინამო TV გთავაზობთ დღევანდელი მზადების ვიდეო–რეპორტაჟს. 7 აპრილი2014 დინამო vs დილა - მატჩამდე 8 აპრილს, 18:00 საათზე დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. 7 აპრილი2014 ნახევარფინალის პირველ შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს საქართველოს თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 8 აპრილს თბილისში გორის დილას წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ. თოდრია და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და დ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი თ. გვანცელაძე შეასრულებს. 7 აპრილი2014 დინამო vs დილა - ურთიერთშეხვედრები სამშაბათს, 8 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას უმასპინძლებს. დილასთან შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ. 7 აპრილი2014 დავით მუჯირი – 58 დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელი– დავით მუჯირი იუბილარია. დღეს იგი 58 წლის გახდა. დინამოს შემადგენლობაში 1974 წლიდან 1983 წლამდე ასპარეზობდა დავით მუჯირი და ჩაატარა 213 შეხვედრა.