• Geo
  • Eng
02.03.2014
ჩიხურა 1:5 დინამო

დღეს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრა, რომელშიც საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა ანგარიშით 5:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი და განიმტკიცა სატურნირო მდგომარეობა.

შეხვედრა თავიდანვე დინამოელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე- 8 წუთზე თბილისელები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა. მატჩის 22- ე წუთზე გაბედავამ გაქვითა ანგარიში 1:1. პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა. ჩისკომ 36- ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კვლავ დააწინაურა დედაქალაქელები 2:1, ხოლო ტაიმის მიწურულს მერებაშვილმა მესამედ აიღო საჩხერეს კარი.

შეხვედრის მეორე ნახევარი იმავე სცენარით წარიმართა და 58- ე წუთზე ჩისკომ შეხვედრაში მეორედ დალაშქრა თევდორაძის კარი 1:4. ხუთ წუთში ესპანელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:5 დააფიქსირა.

 

ჩიხურა  1:5  დინამო

გოლი: 0:1 პაპუნაშვილი 8’  1:1 გაბედავა 22’  1:2 ჩისკო (პენ) 36’  1:3 მერებაშვილი 43’  1:4 ჩისკო 58’  1:5 ჩისკო 63’

გაფრთხილება: კვარაცხელია 35’  ძარია 39’ 

ჩიხურა: თევდორაძე, კვარაცხელია, ჯიღაური (ჩიკვაიძე 65), გაბედავა, კვასხვაძე, ლომაშვილი, დათუნაიშვილი (ქიმაძე 62), ბეჭვაია, ოდიკაძე, დეკანოიძე, ხმალაძე

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, მერებაშვილი (გოგა 50), პაპუნაშვილი, პაპავა, კვირკველია (რეხვიაშვილი 75), მარცვალაძე (გლიშიჩი 60), ჩისკო, გველესიანი, ძარია

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024