• Geo
  • Eng
15.12.2013
დინამო 0:1 ვიტ ჯორჯია

უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე გამართა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხა.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა.

 

ტაიმებს შორის შესვენებისას ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ დინამოს აკადემიის U-13 გუნდის წევრები, რომელთაც 13 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში გამართულ დინამიადაზე პირველი ადგილი მოიპოვეს, სამახსოვრო საჩუქრებით და პრემიით დააჯილდოვა.

 

მეორე ტაიმი დინამოელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. დაპირისპირების 54–ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი დინამოს ესპანელ ლეგიონერს, ჩისკო მუნიოსს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა და ბურთი სამიზნეს საკმაო მანძილით ასცდა. მატჩის 56–ე წუთზე ვეტერინართა კარის მიმართულებით ელგუჯა გრიგალაშვილმა დაარტყა – ბურთი ამჯერადაც ასცდა მეტოქის კარს.

 

მატჩის მიწურულს დინამოს კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სტუმართა რიგებიდან კარგად ითამაშა ლაშა კასრაძემ, რომელმაც ზუსტი დარტყმით დღევანდელი დაპირისპირების საფინალო ანგარიში დააფიქსირა – დინამო 0:1 ვიტ ჯორჯია.

 

დინამო 0:1 ვიტ ჯორჯია

გოლი: 0:1 კასრაძე 90’

 

დინამო: ლორია, ხმალაძე, კვარაცხელია, პაპავა, ჩისკო, შაშიაშვილი, გრიგალაშვილი (პაპუნაშვილი 85’), ხურცილავა, კვირკველია, ვუო (დვალი 68’), გოგა (მერებაშვილი 55’)

 

ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, კორიფაძე, ადამაძე, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 64’), მჭედლიშვილი, მაისურაძე, სიჭინავა (ღიბრაძე 85’), ჯანელიძე, წყაროზია (დავლაშელიძე 77’)

 

გაფრთხილება: გოგა 33’ ხურცილავა 66’ – სიჭინავა 43’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024