სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1162 1163 1164 1165 1166 1167 1168 1169 1170 ... 1666 Next 20 მაისი2014 დინამო თასის ფინალში ხვალ 21 მაისს დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19.00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქე აღნიშნულ ფინალურ დაპირისპირებაში საჩხერის ჩიხურა იქნება. 20 მაისი2014 დინამომ ფინალის წინ ივარჯიშა დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე თბილისელებმა ფინალამდე ბოლოჯერ ივარჯიშეს. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს თასის ფინალში მალხაზ ჟვანიას გუნდი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. 20 მაისი2014 თასის ფინალს თორნიკე გვანცელაძე განსჯის ხვალ 21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს დინამო თბილისი და ჩიხურა საჩხერე დაუპირისპირდებიან. ფინალურ მატჩს თორნიკე გვანცელაძე განსჯის. თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტობას ზ. ფიფია და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ვადაჩკორია და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ლ. სილაგავა შეასრულებს. 20 მაისი2014 დინამოელები XXXII ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, XXXII ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი შეიყვანა. 20 მაისი2014 21 მაისი დინამოს ისტორიაში ოთხშაბათს 21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დინამო თბილისი საქართველოს თასის ფინალში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.