• Geo
  • Eng
25.03.2014
დინამომ გურია დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გურიას დირექტორის ვაჟის ხსოვნას.  მატჩის პირველი გოლი 37- ე წუთზე ჩისკომ გაიტანა, რომელმაც ზუსტად ითამაშა დასწრებაზე. დინამოელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა პირველ ნახევარში მეტი გოლი არ გასულა. მეორე ტაიმის დებიუტში 49- ე წუთზე მეორე გოლი გურიას კარში ოთარ მარცვალაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ოთარისთვის სადებიუტოა დინამოს შემადგენლობაში. მესამე გოლი კი სულ რამდენიმე წამით ადრე შეცვლაზე შემოსულმა დარკო გლიშიჩმა გაიტანა. მაკედონიელმა 82- ე წუთზე ლამაზი დარტყმით დალაშქრა ბობღიაშვილის კარი. დინამომ 3:0 დაამარცხა გურია, დააგროვა 51 ქულა და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე იმყოფება. 29 მარტს თბილისელები მეორეადგილოსან ზესტაფონს უმასპინძლებენ.

დინამო 3:0 გურია

გოლები:  1:0 ჩისკო 37’  2:0 მარცვალაძე 49’  3:0 გლიშიჩი 82’

გაფრთხილება: ხურცილავა 21’  შენგელია 45’  ჩუენსუ 52’  კილაძე 83’

დინამო: ლორია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 60), მერებაშვილი (გოგა 76), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე (გლიშიჩი 81), რეხვიაშვილი, ჩისკო, გველესიანი, ძარია

გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ნ. კილაძე, მეგრელიშვილი, ძამსაშვილი (ტეიდი 64), გაჩეჩილაძე, ე. კილაძე (ჩუენსუ 46), შენგელია (ნიქაბაძე 64), კვირტია, კვერენჩხილაძე, ისიანი

არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024