• Geo
  • Eng
13.06.2014
შეკრება და დღის პროგნოზი

თურქულ შეკრებაზე ორჯერადი ვარჯიშების ციკლი გრძელდება. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების სრულფასოვნად ყურება გამორიცხულია, მაგრამ შეძლებისდაგვარად, თავისუფალ დროს ცხადია მთავარი ყურადღება დინამოელებს ტელეეკრანებისკენ ექნებათ მიპყრობილი. გუნდის შეკრების და დღევანდელი მატჩების შესახებ თავიანთ მოსაზრებას გიორგი ჯანელიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და მათე ცინცაძე გაგვიზიარებენ.

გიორგი ჯანელიძე - მაგარი დატვირთვები გვაქვს, მაგრამ კარგია, რომ აქცენტი მარტო სირბილზე არ კეთდება და ბურთთან ერთად ვვარჯიშობთ. ეს სამუშაო აუცილებლად გამოიღებს შედეგს. დღევანდელ შეხვედრებს რაც შეეხება მექსიკამ კამერუნს უნდა აჯობოს და მოუგებს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვისურვებდი, დღეს ესპანეთი ალბათ მაინც მოუგებს ჰოლანდიას, თუმცა ჩემი სიმპათიები კონკრეტულად დღევანდელ მატჩში ჰოლანდიისკენ იქნება და ბოლოს ჩილე რა თმა უნდა მოუგებს ავსტრალიას. 

მექსიკა -კამერუნი  1

ესპანეთი -ჰოლანდია  1

ჩილე -ავსტრალია  1

თორნიკე გორგიაშვილი - ამ დროისთვის მართლაც მაღალი დატვირთვები გვაქვს. ინტენსიური დატვირთვები შედეგის მომტანი იქნება ევროტურნირებისთვის და ეს მოსამზადებელი ზამთრამდეც გაგვყვება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვფიქრომ მექსიკა კამერუნს მოუგებს. ესპანეთი-ჰოლანდიის შეხვედრაში ფრეს ვისურვებდი, ჰოლანდიაც მომწონს, მაგრამ მაინც ესპანეთის მოგება მგონია. ჩილე დაამარცხებს ავსტრალიას და ალბათ ალექსის სანჩესიც მოახერხებს გატანას.

მექსიკა -კამერუნი  1

ესპანეთი -ჰოლანდია  1

ჩილე -ავსტრალია  1

მათე ცინცაძე - პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი ადგილია შეკრებისთვის-   ჰაერი, ბუნება. ინტენსიური დატვირთვები ბურთთან ერთად და არა მხოლოდ სირბილი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს შეკრება დაგვეხმარება მომზადებული შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. ახლა დღევანდელ თამაშებზე. მექსიკა უფრო სანახაობრივ, ტექნიკურ  ფეხბურთს თამაშობს და ჩემი აზრით მოუგებს კამერუნს. დიდად არ მესიამოვნება, მაგრამ ალბათ ესპანეთი დაამარცხებს ჰოლანდიას და მგონია, რომ ავსტრალიამ არ უნდა წააგოს ჩილესთან.

მექსიკა -კამერუნი  1

ესპანეთი -ჰოლანდია  1

ჩილე - ავსტრალია  X/2

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024