სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1108 1109 1110 1111 1112 1113 1114 1115 1116 ... 1666 Next 21 სექტემბერი2014 დინამომ ლიდერობა გაიმყარა დღეს დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. 21 სექტემბერი2014 კიდევ ერთი გამარჯვება ელიტ ლიგაში დღეს მარაკანაზე ელიტ ლიგის (2000 წლიანები) პირველი ტურის მატჩი გაიმართა. 35- ე სკოლის გუნდმა დინამოს 13 წლამდელების გუნდს უმასპინძლა (2001 წლიანების გუნდი). შეხვედრა ოთარ გაგნიძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გოლი მაღალდაძის ანგარიშზეა. 21 სექტემბერი2014 დინამო vs კოლხეთი – LIVE დღეს ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრას, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. 18:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შეხვედრის პირდაპირ ტრანსლიაციას წარმოგიდგენთ. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE- ს შემოგთავაზებთ. 20 სექტემბერი2014 დინამო vs კოლხეთი - მატჩამდე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, დინამო არენაზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აწარმოებს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. 20 სექტემბერი2014 დინამოელების გამარჯვება ელიტ ლიგასა და ჭაბუკთა ლიგაში ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წელს დაბადებულთა გუნდი ასპარეზობს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები ბასა აფხაზეთს დაუპირისპირდნენ და 1:0 აჯობეს მეტოქეს. შედეგიანი დარტყმა ბერიაშვილის ანგარიშზეა.