დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა ვლადიკავკაზის ავტოდორს უმასპინძლეს. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. გოლები ავტოდორის კარში კვერნაძემ, მესხმა და კობახიძემ გაიტანეს.
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ნემსაძე, სამხარაძე, ქიქავა, მაჭავარიანი, კვერნაძე, ვეკუა, გოგოლიძე, მესხი
შეცვლაზე შევიდნენ: მარაქველიძე, აბელაშვილი, კალანდაძე, ჩიხლაძე, გეგეშიძე, კობახიძე