სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1099 1100 1101 1102 1103 1104 1105 1106 1107 ... 1666 Next 5 ოქტომბერი2014 დინამო vs მერანი - მატჩამდე 5 ოქტომბერს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩის ვიდეო და ტექსტური ლაივს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს. 5 ოქტომბერი2014 გამარჯვება და მარცხი ჭაბუკთა ლიგაში ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელები საბურთალოს დაუპირისპირდნენ. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მნიშვნელოვან შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. 4 ოქტომბერი2014 დინამოელების გამარჯვება ელიტ ლიგაში ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში დღეს მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ავაზას უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა მეტოქე. გოლები ავაზას კარში ხარშილაძემ, დავითაშვილმა და ბეგაშვილმა გაიტანეს. 4 ოქტომბერი2014 დინამოელები მერანთან სათამაშოდ ემზადებიან ხვალ თბილისში, დინამო არენა საქართველოს პირველობის მერვე ტურის მატჩს უმასპინძლებს. დინამოსა და მერანს შორის შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. 4 ოქტომბერი2014 დინამო – მერანს გიორგი ვადაჭკორია განსჯის საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 5 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და დ. კვეტენაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.