საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს- ჯენერი ხორავა განსჯის. ჯენერი ხორავას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ყრუაშვილი და ა. ნონიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ხ. გაგნიძე შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ჯენერი ხორავამ იმსაჯა 10 მაისს, ლატვიის ვირსლიგაში გამართული მეტა 0:2 დაუგავა გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ჯენერი ხორავამ ბოლოს 2013 წლის 10 აპრილს იმსაჯა. გურიას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ სათასო შეხვედრაში, რომელიც დინამომ 3:2 მოიგო, მატჩის მთავარმა არბიტრმა ოთხი ყვითელი ბარათი გამოიყენა. სტუმართა ფეხბურთელს კი ორი ყვითელის გამო ავტომატურად წითელი ბარათიც უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ჯენერი ხორავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ჯენერი ხორავა (34 წლის)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 47 თამაში / 171 ყვითელი / 9 წითელი / 10 პენალტი
პირველი ლიგა - 20 თამაში / 80 ყვითელი / 8 წითელი / 8 პენალტი
მეორე ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს თასი - 8 თამაში / 35 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი