სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1090 1091 1092 1093 1094 1095 1096 1097 1098 ... 1666 Next 24 ოქტომბერი2014 დინამო vs სპარტაკი – LIVE დღეს ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. 17.00 საათიდან ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE- ს შემოგთავაზებთ. 23 ოქტომბერი2014 დინამოელების მზადება სპარტაკთან მატჩამდე თბილისში, დინამო არენა საქართველოს პირველობის მეათე ტურის მატჩს უმასპინძლებს. დინამოსა და ცხინვალის სპარტაკს შორის შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება. თბილისელები, განაგრძობენ ხვალინდელი მატჩისთვის მზადებას. 23 ოქტომბერი2014 დინამო vs სპარტაკი – მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. 24 ოქტომბერს თამაში 17.00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ. 23 ოქტომბერი2014 დინამო – სპარტაკს გიორგი ვადაჭკორია განსჯის საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. 22 ოქტომბერი2014 8:0 წალენჯიხის სქურთან დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მეათე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ გათამაშების მეორე წრის სადებიუტო შეხვედრაში სტუმრებს რვა უპასუხო გოლი გაუტანა. თბილისელები შეხვედრის მანძილზე დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშშიც ასახეს.