კვირას 10 აგვისტოს, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა. საქართველოს 15 გზის ჩემპიონი დინამო თბილისი სკ სამტრედიას უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
10 აგვისტოს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 6 შეხვედრა სსრკ- ს პირველობაზე და ერთი მატჩიც ევროთასზე. 3 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 10/4 თბილისელთა სასარგებლოდ.
1951 წელს მოსკოვში, ადგილობრივმა ცსკა- მ 3:1 დაამარცხა დინამო. ერთადერთი გოლი ღოღობერიძის ანგარიშზეა. ათი წლის შემდეგ დინამომ სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა ბაქოს ნეფტიანიკი. გოლები ვ. ბარქაიამ (2) და კალოევმა გაიტანეს. 1965 წელს მეტრეველის გოლით თბილისელებმა კუიბიშევში კრილია სოვეტოვი დაამარცხეს. 1968 წელი. ისევ ბაქოს ნეფთჩი და ამჯერად ჩვენი გუნდის გამარჯვება ანგარიშით 4:0. ასათიანმა და გავაშელმა ორ-ორი გოლი გაუტანეს ბაქოელებს. 1975 და 1985 წლებში დინამო- მოსკოვის ცსკა- ს და ვორონეჟის ფაკელს დაუპირისპირდა. ორივე მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
2005 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიური ბრონდბიუსა და ჩვენი გუნდის შეხვედრა დანიელების გამარჯვებით 3:1 მორჩა. თბილისელთაგან თავი სანდრო იაშვილმა გამოიჩინა.