• Geo
  • Eng
26.04.2014
17 წლამდელებმა მეორე ადგილი დაიკავეს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, მაკედონიაში Development Cup-ზე მეორე ადგილი დაიკავა.

ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადგენლობაში 8 დინამოელმა იასპარეზა: ლევან ისიანი, ნიკა ნინუა, გაბრიელ საღრიშვილი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ნურლან სეიდოვი, ირაკლი ბუღრიძე და დავით კობოური.

ჭაბუკმა ჯვაროსნებმა გუშინ ტურნირის მესამე შეხვედრაში მასპინძელ, მაკედონიის ნაკრებთან გამართეს მატჩი. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ერთი გოლი დინამოელი ირაკლი ბუღრიძის ანგარიშზეა, რომელიც აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბომბარდირი გახდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 8:9 წააგო და გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024