• Geo
  • Eng
01.09.2014
მეორე გუნდმა მეშახტეს დიდი ანგარიშით მოუგო

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩვენმა მეორე გუნდმა ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა. მატჩი მთლიანად მალხაზ ჟვანიას გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დინამოელთა გამარჯვებით- 5:1 დასრულდა.

შეხვედრის 22- ე წუთზე სტუმრებმა შედეგიანად გაითამაშეს კუთხური და ანგარიშიც გახსნეს. 30- ე წუთზე მათიაშვილმა კარგად გამოიყენა სარჯველაძის გადაცემა და სტატუს ქვო აღადგინა. ხუთ წუთში მათიაშვილმა ზუსტად ითამაშა დასწრებაზე და დინამო დაწინაურდა 2:1. მეორე ტაიმის დებიუტში 49- ე წუთზე ვაჟამ კარგად ისარგებლა მცველების შეცდომით, ჰეთ თრიქი გაიფორმა და დინამოც წინა გავიდა ანგარიშით- 3:1. რამდენიმე წუთში სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, თუმცა ტყეშელაშვილმა ორჯერ ზედიზედ ზუსტად ითამაშა და გადაარჩინა თავისი კარი. 54- ე წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ლაშხიამ დასწრებაზე ითამაშა ზუსტად და 4:1. გოგოლიძეს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია. საბოლოო წერტილი შეხვედრაში 83- ე წუთზე ქიქავამ დასვა, რომელიც შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეხუთე ბურთი გაიტანა მეშახტის კარში.

დინამო-2 5:1 მეშახტე

დინამო-2: ტყეშელაშვილი, ქაჯაია, ნოზაძე, ციცხვაია (მარაქველიძე 78), სამხარაძე, ქიქავა, სარიშვილი (ფირცხალავა 83), სამუშია (გოგოლიძე 57), სარჯველაძე (კობოური 83), ლაშხია (მაკასარაშვილი 60), მათიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024