სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1081 1082 1083 1084 1085 1086 1087 1088 1089 ... 1629 Next 2 სექტემბერი2014 გიორგი პაპუნაშვილი იუბილარია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი- გიორგი პაპუნაშვილი იუბილარია, დღეს იგი 19 წლის გახდა. დინამოელები ვულოცავთ გიორგის დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 1 სექტემბერი2014 მეორე გუნდმა მეშახტეს დიდი ანგარიშით მოუგო ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩვენმა მეორე გუნდმა ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა. მატჩი მთლიანად მალხაზ ჟვანიას გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დინამოელთა გამარჯვებით- 5:1 დასრულდა. 1 სექტემბერი2014 ილია დათუნაშვილი - 77 ჩვენი გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელი- ილია დათუნაშვილი დღეს 77 წლის გახდა. ტაშკენტის ფინალის გმირი დინამოში 1959-1968 წლებში ასპარეზობდა. 249 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 60 გოლი. არის სსრკ- ს 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში 31 აგვისტო2014 ნაკრების მეორე ტესტ-მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მეორე ტესტ-მატჩში ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან გასამართი ოფიციალური შეხვედრისწინა მზადების პროცესში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები მიიწვია ნაკრებში. ულეგიონერებოდ დაკომპლექტებულ კრებულში ცხრა დინამოელმა იასპარეზა 30 აგვისტო2014 დინამომ ვიტ ჯორჯიასთან ისპარინგა დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ვიტ ჯორჯიასთან საკონტროლო მატჩი გამართეს და 2:3 დამარცხდნენ. დინამოელთაგან გოლები ჯიქიამ (საჯაიას პასით) და ჯანელიძემ გაიტანეს, რომელმაც საბანაძის წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა