• Geo
  • Eng
31.08.2014
ნაკრების მეორე ტესტ-მატჩი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები მეორე ტესტ-მატჩში ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან გასამართი ოფიციალური შეხვედრისწინა მზადების პროცესში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები მიიწვია ნაკრებში. ულეგიონერებოდ დაკომპლექტებულ კრებულში ცხრა დინამოელმა იასპარეზა. ომარ მიგინეიშვლმა, გიორგი გველესიანმა, ირაკლი ძარიამ, გიორგი პაპავამ, ლაშა პარუნაშვილმა, მათე ცინცაძემ, გიორგი ჩირგაძე და გიორგი პაპუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. ნიკა ჭანტურია კი შეცვლაზე შევიდა. დაპირისპირება თემურ ქეცბაიას ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით- 2:0 დასრულდა. შეხვედრის მეოთხე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. ხუთიოდე წუთში კი პაპუნაშვილის გადაცემა შედეგიანად გამოიყენა დოლიძემ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024