დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ვიტ ჯორჯიასთან საკონტროლო მატჩი გამართეს და 2:3 დამარცხდნენ. დინამოელთაგან გოლები ჯიქიამ (საჯაიას პასით) და ჯანელიძემ გაიტანეს, რომელმაც საბანაძის წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი ზუსტად შეასრულა. ჩვენს გუნდს საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მყოფი 9 ფეხბურთელი აკლდა: მიგინეიშვილი, გველესიანი, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ძარია, ჭანტურია, ჩირგაძე, პაპავა და ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში ემზადებიან. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის კაპიტანს- ჩისკო მუნიოსს.
დინამო თბილისის შემადგენლობა შემდეგი გახლდათ: დაუშვილი, მჭედლიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, საჯაია, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ლობჟანიძე, ჯიქია, საბანაძე, მესხი
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, სარიშვილი, ქიქავა, მანაგაძე, ლილუაშვილი, ნემსაძე