ზუსტად 110 წლის წინ, 4 ნოემბერს, დინამოს ისტორიაში გამორჩეული და ლეგენდარული მოღვაწე, ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი– ანდრო ჟორდანია დაიბადა. ქართული ფეხბურთის პატრიარქი დინამოს რიგებში 1925–28 და 1930–31 წლებში ასპარეზობდა. როგორც მწვრთნელი დინამოს სათავეში 1945–47, 1955, 1959–61 წლებში ედგა და მისი ხელმძღვანელობით თბილისელებმა საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ 1947 და 1959 წლებში დაიკავეს მესამე ადგილი. ასევე ორჯერ 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გაიყვანა გუნდი. ანდრო ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის საწვრთნელი ბაზა ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს.