სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1045 1046 1047 1048 1049 1050 1051 1052 1053 ... 1666 Next 2 თებერვალი2015 მორიგი სპარინგი პრაღის სპარტასთან შეკრებაზე ჩვენი გუნდის მესამე მეტოქე ჩეხეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი- პრაღის სპარტა იქნება. გუნდი 1893 წელს ჩამოყალიბდა და შინდისფერ-თეთრ ფერებში ასპარეზობს. სპარტას საშინაო არენა 20 000 მაყურებელზე გათვლილი ჯენერალი არენაა. 2 თებერვალი2015 დინამოს მეორე წრის კალენდარი გაგაცნობთ დინამო თბილისის მატჩების კალენდარს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში. თბილისელები პირველ ოფიციალურ შეხვედრას 18 თებერვალს გორში ჩაატარებენ 1 თებერვალი2015 ნიკა ჭანტურია - ვეცდები რთულ მისიას ღირსეულად გავართვა თავი დინამოს ახალი კაპიტანი ჰყავს. ჩვენს გუნდს 20 წლის- ნიკა ჭანტურია უკაპიტნებს. ნიკა ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია. ნიკას კაპიტნობა მივულოცეთ და თურქული შეკრების შესახებაც ვკითხეთ. 1 თებერვალი2015 იასმინ მუიჯა - ვფიქრობ ეხლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე პირველ წრეში ანტალიურ შეკრებაზე დიდი ყურადღება ეთმობა თითოეული ფეხბურთელის და ზოგადად გუნდის ფიზიკურ მომზადებას. რაზეც ჩვენი მწვრთნელები იასმინ მუიჯა და ბონდო გოცირიძე მუშაობენ. შეკრების მიმდინარეობაზე საუბარი ხორვატიის მოქალაქეს, მაგრამ ფეხბურთელობის პერიოდში ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრების წევრს, შემდეგ კი ფიზმომზადების სპეციალისტს- იასმინ მუიჯას ვთხოვეთ. 31 იანვარი2015 ბუკორაცი -ასეთი სახელოვანი გუნდისგან ინტერესი ჩემთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა სტეფან ბუკორაცი რამდენიმე დღეა დინამოში ჩაირიცხა. სერბი საყრდენი ათლეტური აღნაგობით და მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა, რაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ სპარინგებში ნათლად გამოჩნდა. დღეს იგი თავის პირველ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.