დღეს დინამოელები კავშირი- ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრნენ. მასპინძლები დინამოელებს კლუბის ჰიმნით და ოვაციებით შეეგებნენ. დინამოელებმა (ირაკლი ძარია, ჩისკო, ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა ჭანტურია, გიორგი გველესიანი და კლუბის დირექტორი- ლევან ზუხბაია) ბავშვებს საკლუბო ატრიბუტიკა გადასცეს. სტუმარ-მასპინძლებმა ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგაც ფეხბურთელები ბავშვებს სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდნენ.