• Geo
  • Eng
14.11.2014
ნიაზ ძიაპშპა – 87

დინამო თბილისის გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი, გუნდის მცველი- ნიაზ ძიაპშპა დღეს 87 წლის გახდებოდა. ნიაზი დინამო თბილისის შემადგენლობაში 1947-1959 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 214 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 2 გოლი. არის სსრკ- ს პირველობის ვერცხლის (1951) და ორგზის ბრინჯაოს (1946, 1950) მედლების მფლობელი. ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში (1948, 1949, 1951, 1952 წლებში). 1969-70 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1976-77 წლებში გუნდის უფროსი. ნიაზ ძიაპშპა 1993 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024